воскресенье, 27 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
2011 წლის სექტემბერში ფართოდ გავრცელდა სურათები, რომლებზეც ფილიპინებში დაჭერილი მასიური ნიანგი ჩანდა. 6.4 მეტრი სიგრძის მონსტრი ყველაზე დიდი ნიანგია მათ შორის, რომლებიც ადამიანებს აქამდე მოუხელთებიათ. მას 3 კვირის განმავლობაში დასდევდა 100 მონადირისგან შემდგარი ჯგუფი. დევნის მიზეზი ისაა, რომ ნიანგი მეთევზის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ეს არსება ცხოვრობდა აგუსანის მდინარის სისტემაში, რომელიც ღარიბულ რეგიონში მდებარეობს დედაქალაქ მანილადან 800 კმ-ით სამხრეთით.
რეპტილია დიდი ხნის განმავლობაში აფორიაქებდა სოფლელებს. ვერავინ ბედავდა მის დაჭერას, სანამ ადამიანებზე თავდასხმასთან დაკავშირებული ამბები არ გავრცელდა. ცოცხლად შესაპყრობად მონადირეებმა მდინარის მობინადრეს ფოლადის მილებისგან გაკეთებული 4 მახე დაუგეს. დაჭერის შემდეგ ათეულობით ადამიანი გახდა საჭირო, რომ ნაპირზე ამოეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ნიანგი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ის ვარსკვლავად იქცა და ტურისტების მიზიდვის საშუალება იქნება.

суббота, 26 апреля 2014 г.

სიქას მასშტაბური აქცია

 სიქას - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. 
აქტივობას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც სიქას დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენი გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა, სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.

пятница, 25 апреля 2014 г.

საქართველოს ''წითელი წიგნი''

საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო, შესაბამისი კანონმდებლობით. 2003 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ''საქართველოს ''წითელი ნუსხის'' და ''წითელი წიგნის'' შესახებ'' (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N19 1.07 2003წ.) კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს ''წითელი ნუსხისა'' და ''წითელი წიგნის'' შედგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და გამოყენების სამართლებრივი რეგულირება. დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება.

среда, 23 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img2004 წლის 26 დეკემბერს სუმატრას (ინდონეზია) დასავლეთ სანაპიროზე მასიური წყალქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრამ გამოიწვია მომაკვდინებელი ცუნამების სერია, რის შედეგადაც 14 ქვეყანაში 230 000 ადამიანი დაიხოცა. უბედურმა შემთხვევამ ასევე განაადგურა იმ არეალში მყოფი ცხოველების ნაწილი. მიწისძვრის დროს პატარა ბეჰემოთი, სახელად ოუენი, საბაკის მდინარეში იყო, მოგვიანებით კი, როცა ცუნამმა კენიის სანაპიროს შეუტია, ხმელეთზე გამოვიდა.
წყალში ყოფნისას ოუენი შეამჩნიეს ველური ცხოველების დაცვის რეინჯერებმა და წაიყვანეს ჰოლერის პარკში, რომელიც კენიის ქალაქ მომბასაში მდებარეობს. როგორც კი მისთვის განკუთვნილ ადგილას მოათავსეს, პატარა ბეჰემოთი გაიქცა გიგანტური კუსკენ, რომელსაც მზი ჰქვია. მისი ასაკი დაახლოებით 100-130 წელია. წყვილი მალე დამეგობრდა, ერთად ჭამდნენ და ეძინათ. ოუენი ხშირად ლოკავს კუს და დედად მიიჩნევს.

ჩვენი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

წინა პოსტებიდან თქვენ შეიტვეთ, რომ ადამიანები ხშირად ბუნებას კი არ გარდაქმნიან, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ.  ამ პოსტში გაეცნობით საგანგაშო ვითარებას, რომელიც ადამიანების უვიცობით, უზნეობით ან უპასიხისგებლობით არის შექმნილი.
ცნობილია, რომ ადამიანები გამიზნულად იყენებენ ბუნების სიმდიდრეებს. მაგრამ ბუნების დაცვისკენ მიმართული სხვადასხვა რელიგიური თუ საკანონმდებლო აკრძალვების მიუხედავად, ბევრ შემთხვევაში ნაკლებად ზრუნავდნენ ამ სიმდიდრეების აღდგენაზე. გარეული ცხოველების უმოწყალო ჟლეტით ჯოგებს უსპობდნენ გამრავლების საშუალებას, მიწების დამუშავებისას არ ადარდებდათ ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, ქარხნების ამოქმედებისას არ ცდილობდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავის დაცვას. ასეთ ისტორიულ ეტაპებს, როცა ადამიანი '' ხის იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის''. ეკოლოგიურ კრიზისებს უწოდებენ.
   1983 წლის 26 აპრილს უკრაინაში, მდინარე პრიპიატის ნაპირას მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონსტრუქციული ხარვეზის და პერსონალის შეცდომის გამო მოხდა ავარია. აფეთქებებმა გამოიწვია შენობის სახურავის გადახსნა და ხანძარი, ამოფრქვეული ნაწილაკები ქარმა წაიღო და ღრუბელმა უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაფარა. დიდი მსხვერპლისა და  ზარალის გარდა, ავარიის პირველ წელს ტერიტორიიდან გადაასახლეს 100 ათას კაცზე მეტი, რომელიც ეკოლოგიურ დევილებად იქცნენ.
    მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, თუ არ ხდება მათი გამონაბოლქვი ნივთირებების გაუნვებელყოფა.
ნაგავსაყრელები და დანაგვიანებული ადგილები დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს. პოლიეთილენისა და სხვა სინთეტური მასალებისგან დამზადებული ნივთები, რომლებიც ნაგავსაყრელებზე გვხვდება, ძალიან ნელა იხრწნება და დაწვის დროს ჰაერში მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.
ბუნებაში ეკოლოგიური წონასწორობა ირღვევა მაშინ, როცა ხდება: ადგილების გაუდაბნოება და გაუტყეურება, ბუნების სტიქიური მოვლენები, ნიადაგის, წყლის, ჰაერის მავნე ნივთიერებებით გაჭუჭყიანება, მავნებლების შემოსევა, რადიაციის მომატება, ქალაქებში ხმაური, დანაგვიანება და სხვა უარყოფითი მოვლენები. მათზე დაკვირვება და საზიანო შედეგების დადგენა თითოეულ ჩვენთაგანს შეუძილა

пятница, 18 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
2011 წლის იაპონიის მიწისძვრის შემდეგ ინტერნეტში დიდი რაოდენობით ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანზე პანდა მამაკაცის ფეხს ეხუტება. აზიაში მომხდარ უბედურებებთან დაკავშირებული მრავალი ტრაგიკული და ემოციური ფოტო არსებობს, მაგრამ ეს სურათი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ის რამდენიმე წლით ადრე, 2006 წლის იანვარში გამოქვეყნდა ჩინური ახალი ამბების სააგენტოს, People’s Daily Online-ის ინგლისურ ვერსიაში. სტატიაში საუბარი იყო პანდების წყვილზე, რომელიც ტაივანში მიემგზავრებოდა. ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია, ის თავის მომვლელს ეხუტება მადლიერების ნიშნად პანდების დაცვის ცენტრში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ვოლონგში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს.

სიქა 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს მასშტაბური აქციით აღნიშნავს

22 პრილს, 13:00 საათზე, სიქას - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები და თემის წარმომადგენლები დედამიწის საერთაშორის დღეს შეუერთდებიან და მდინარე მტკვრის სანაპიროს დაასუფთავებენ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდება რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო სავსეა ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. 
აქტივობას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გამოყო.
ქ. რუსთავის თვითმმართველობა ასევე ჩაერთო დასუფთავების ინიციატივის განხორციელებაში, უზრუნველყოფს რა აქციის შედეგად შეგროვილი ნარჩენების გატანას
დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მიიღებს სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და თემის წევრები, ქართველი და უცხოელი მოხალისეები.
შემოგვიერთდი შენც!