четверг, 17 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
ზვიგენი კაიაკერს ედევნება
2005 წლის სექტემბერში ჟურნალ Africa Geographic-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “ზვიგენის დეტექტივები”, სადაც სამხრეთ აფრიკაში მობინადრე დიდი თეთრი ზვიგენების შესახებ წერდნენ. სტატია მოიცავდა ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანდა კაიაკერს გამოდევნებული ზვიგენი. სურათს ასეთი აღწერა ჰქონდა: “3.8 მეტრი სიგრძის კაიაკში ჯდომისას უყურებ, როგორ გიახლოვდება 4 მეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი”. პუბლიკაციაში მკვლევარები სიტუაციას განიხილავდნენ. მათ მანამდე ცარიელ კაიაკზე გამოსცადეს ზვიგენის რეაქცია და ამ უკანასკნელს აგრესია საერთოდ არ გამოუვლენია.
დროთა განმავლობაში ზვიგენების ყალბი ფოტოები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში. მაგალითად, ზვიგენი წყლიდან ხტება და სამხედრო ვერტმფრენისკენ მიიწევს, მშიერი ზვიგენი მყვინთავების უკან იმალება, დიდი ზვიგენი სერფერთან ახლოს (რეალურად დელფინია), ახლო წარსულში კი – ზვიგენი პუერტო-რიკოს ქუჩაში ქარიშხალ ირენეს შემდეგ. ამ ბოლო სურათში ზვიგენი Africa Geographic-ის ფოტოდან ამოჭრეს.
დროის გასვლასთან ერთად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება და შესაბამისად იმატებს ვებ-სივრცეში გაზიარებული ინფორმაციაც. ყოველწლიურად მრავალი უცნაური და ზოგჯერ შოკისმომგვრელი ფოტო ვრცელდება, რომელთა რეალურობაში ზოგჯერ ეჭვი ეპარებათ ხოლმე. ქვემოთ მოყვანილია მომდევნო 20 ფოტო, რომელთა პოპულარობაში ასე თუ ისე დიდი წილი ინტერნეტს მიუძღვის. თუმცა წინა ნაწილისგანგანსხვავებით, აქ შეხვდებით ისტორიულ ფოტოებსაც, რომლებიც ინტერნეტის გამოგონებამდე გადაიღეს. ოცივე მათგანი რეალურია, მაგრამ რიგ შემთხვევებში საკამათოა მათი წარმოშობის ისტორია.

საინტერესო ინფორმაცია ვულკანზე

დიდ სიღრმეზე მოთავსებული ბგერის დამჭერი აპარატურის მიერ მიწისქვეშა ხმაურის გაძლიერება მიწისძვრის წინ, რამდენიმე საათით ადრე  ფიქსირდება, ოკეანისპირა რაიონებში კი ოკეანის  დონის მკვეთრი ცვლილება შეინიშნება. მოსალოდნელ მიწისძვრას თავისებური მოძრაობებით და მოქმედებით გამოხატავენ ცხოველები, ქვეწარმავლები და თევზები. ბოლოს საუკუნის განმავლობაში 1000-მდე ვულკანური ამოფრქვევაა დაფიქსირებული, აქედან 260 ვულკანი დღესაც მოქმედებს. მძლავრი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ატმოსფეროში გაფანტულმა მტვერმა შესაძლებელია გაზაფხულისა და ზაფხულის ტემპერატურები იმდენად დასწიოს, რომ სასოფლო-სამეურვეო კულტურების მოსავალი გაანადგუროს.
ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია მიწისძვრები, მაგალითად, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში, სპეციალური მოსამზადებელი კურსები ტარდება, რომლებზეც მოსახლეობას უსაფრთხოების წესებს ასწავლიან.
დედამიწის ვულკანების უმრავლესობა წყალქვეშაა, თუმცა 500-მდე ვულკანი ხილვადია.ყველაზე დიდი ვულკანის კრატერი ლ. სუმატრაზე ვულკან  ტობას აქვს. მისი ფართობი 1775 კვ.კმ-ია.

понедельник, 14 апреля 2014 г.

ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
მეგობრული ვეშაპი
2009 წელს ოპერატორმა მარკო ქუერალმა რამდენიმე გასაოცარი ფოტო გადაიღო 15 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას მდედრ კუზიან ვეშაპთან ერთად ჰავაის სიახლოვეს. ქუერალმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი შეალია ვეშაპების გადაღებას. მისი თქმით, ეს ცხოველები “არიან ძალიან ჭკვიანები, ისევე როგორც ადამიანები, გააჩნიათ გონება და ინდივიდუალურობის შეგრძნება”. ყველაზე ცნობილ ფოტოზე მარკო ვეშაპისკენ მიიწევს, თითქოს ხელი უნდა ჩამოართვას. ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს და თან დაურთეს ისტორია, რომ ეს იყო ვეშაპისა და მეთევზეების კონტაქტი ფარალონის კუნძულებზე, რომელიც სან-ფრანცისკოდან 30 კმ-ითაა დაშორებული. ამ ამბის მიხედვით, ვეშაპი კიბორჩხალების მახეებს შორის გაიჭედა, მეთევზე კი ჩახტა და დაიხსნა. მადლიერების ნიშნად ვეშაპმა წყლის ზედაპირისკენ აიწია და მეთევზეების ნავს ცხვირით გაეხახუნა. ის, ვინც თოკი გადაჭრა, ამბობდა, რომ ვეშაპი თვალს არ აცილებდა მას და ეს მზერა არასდროს დაავიწყდება. ასეთი რამ მართლაც მოხდა და ეს ისტორია სავსებით რეალურია, თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს მარკოს ფოტოსთან.

ქუთაისი მსოფლიოს უძველესი ქალაქების ხუთეულში მოხვდა

მსოფლიოს მასშტაბით არსებობს რამდენიმე უძველესი ქალაქი, რომელბიც ქრისტეს შობამდე რამდენიმე ათასეული წლით ადრე შეიქმნა, თუმცა ეს ქალაქები დღემდე დასახლებულ პუნქტებად გვევლინებიან. უძველეს ქალაქებს შორის ქუთაისიცაა, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე შეიქმნა. ამის შესახებ ერთერთი უცხოური გამომცემლობა წერს:
1. იერიქონი - მსოფლიოში უძველესი ქალაქი მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი ქრისტეს შობამდე 9 ათასი წლით ადრე შეიქმნა. იერიქონი რამდენიმეჯერ მტრის მიერ სრულად განადგურებული იყო, თუმცა, მოსახლეობამ მისი აღდგენა მაინც შეძლო. ქალაქი ულამაზესი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.
2. ბიბლოსი - ქალაქი რომელიც ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლით ადრე დაარსდა. ქალაქი გამორჩეული იყო იმ დროისათვის შესაბამისი მეთოდებით წარმოებული მედიკამენტებით, რომლითაც მიმდებარედ არსებული ქალაქებიც სარგებლობდნენ.
3. არგოსი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 5 ათასი წლით ადრე დაარსდა. არგოსი შესაძლოა ევროპაში ყველაზე ძველი ქალაქია. ქალაქმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ბერძნული მითოლოგიის შექმნაში.
4. სიდნი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 3 ათასი წლით ადრე დაარსდა. ქალაქი დაარსებიდან დღემდე ერთგვარი პორტის ფუნქციას ითვისებდა. ქალაქი ჰომეროსის ნაწარმოებშიც რამდენიმეჯერ არის ნახსენები.
5. ქუთაისი - ქალაქი, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა. ქალაქი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, იგი უძველესი სახელმწიფოს გული და დედაქალაქი იყო. თავად საქართველო კი არგონავტების მოგზაურობასთან და მედეასთან არის ასოცირებული. 

пятница, 11 апреля 2014 г.

პრევენციული ღონისძიები სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროზე გადამუშავების 35 ფაქტი გამოავლინა. გამოვლენილ სამართალდამრღვევებზე გატარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. საერთო ჯამში სამართალდამრღვევებიდან ამოღებული და დალუქულია დაახლოებით 137 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის მორები. მოქალაქეების მხრიდან ხე- ტყის უკანონო მოპოვებით, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 15,000 ლარი შეადგინა.

четверг, 10 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
შავი ნუკრი
ზოგიერთ ორგანიზმში მელანიზმი ფერების ჩვეულებრივი გენეტიკური ვარიაციაა, რომელსაც აღწერენ როგორც “შავი ან შავთან მიახლოებული პიგმენტაციის ზრდა კანში, ფრთებში ან თმაში”. ადამიანებში მელანინი კანის ფერის ძირითადი განმსაზღვრელია. იმ ადამიანებს, რომელთა წინაპრებიც ეკვატორთან ახლოს ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, როგორც წესი, მელანინის ჭარბი რაოდენობა აქვთ, რაც მათ მუქკანიანებად აქცევს. 2010 წელს პოპულარული გახდა იშვიათი ფოტო, რომელზეც ასევე იშვიათი არსება – შავი ნუკრი – იყო გამოსახული. პირველად ის ფოტოგრაფ რიჩარდ ბუქუის პირად საიტზე განთავსდა. რიჩარდი აქტიურად უღებს ფოტოებს ბუნებასა და ცხოველებს. ეს უცნაური არსება კი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში დააფიქსირა.

5 ყველაზე საუცხოო ადგილები დედამიწაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

პლიტვიცე, ხორვატია
პლიტვიცეს ტბები - ეს ნაციონალური პარკია, რომელიც მდებარეობს ხორვატიაში, ლიკას რეგიონში. 16 ტბა განლაგებულია პლიტვიცეს პლატოზე და გარშემორტყმულია დინარის ალპებით. ყველა ტბას ციცაბო კირქვის სანაპირო არტყავს გარშემო, წყალს საუცხოო ფერები აქვს, ის იცვლება ნაცრისფრიდან ლურჯისკენ, ზურმუხტისფერიდან მწვანისაკენ. ფერები ტბას იმის მიხედვით აქვს თუ რა წიაღისეული ან მიკროორგანიზმებია მასში, ასევე დიდ როლს თამაშობს მზის დაცემის კუთხე.
კლდე "მოძღვრის (მქადაგებლის) კათედრა", ნორვეგია
 "მოძღვრის (მქადაგებლის) კათედრა" იგივე Preikestolen (ნორვეგიულად) - ეს არის მასიური კლდე 604 მეტრი სიმაღლით, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ნორვეგიაში ფიოდრა-ლისეფორდთან.  კლდის მწვერვალზე არის სწორი ფართობი დაახლოებით 25 მეტრი სიგრძეში და სიგანეში - ეს არის ადგილი სადაც ტურისტებს უყვართ ფოტოაპარატის წინ პოზირება.
პამუკალე, თურქეთი
პამუკალე, რაც თურქულიდან პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "ბამბის ციხეს" - არის რაიონი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში. პამუკალეში არის თერმული წყლები და სწორი, თეთრი ტრავერტინის აუზები ტერასებით. ეს ადგილი პოპულარულია არა მარტო მინერალური წყლებით, არამედ სილამაზითაც.
 კუნძული სოკოტრა, იემენის
სოკოტრა - ერთი ყველაზე დიდი არქიპელაგი მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს არაბეთის ზღვის და აქვს უზარმაზარი სხვადასხვა ველური. იმის გამო, რომ იზოლაცია კუნძული და მისი თბილი კლიმატი არსებობს ბევრი საოცარი მცენარეები. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ იმ 825 მცენარეთა სახეობების, რომლებიც კუნძულს, 307 სახეობას, რომ არის, 37% ენდემურია - ისინი არ არსებობს არსად.
ტბა ხენერალ კარერა
 ხენერალ კარერა არის ღრმა ტბა სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და არგენტინის სასაზღვრო ზოლზე. ტბის ლამაზი ლურჯი წყალი სხვადასხვა ფერებს იღებს, გადადის ზურმუხტისფერიდან ცისფერამდე. ფერს იცვლის მარმარილოც და გადადის ნაცრისფრიდან ვარდისფრისკენ, ესეც დამოკიდებულია წყალში მინერალების შემცველობაზე.