пятница, 28 марта 2014 г.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 მარტს საქართველოში ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი

29 მარტს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილის ბარში წვიმებს, ხოლო მაღალ მთაში თოვლს ელიან.
30 მარტს კი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება. 30 მარტს ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -5 გრადუსამდე. თბილისში 30 მარტს ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებასთან ერთად, ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ყინვა ამ პერიოდში საშიშია, რადგან ხეები ყვავის.
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში გამოდარებასა და ტემპერატურის მატებას 1-ელი აპრილიდან პროგნოზირებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий