четверг, 20 марта 2014 г.

ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობა

19 მარტს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძე ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის მინისტრს ისკრა მიჰაელოვა კოპაროვას შეხვდა. ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს თანამშრომლობას გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, დაცული ტერიტორიებისა და ეკოტურიზმის განვითარების სფეროში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. ხათუნა გოგალაძემ ბულგარელ კოლეგასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა.

წყარო: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&info_id=2725

Комментариев нет:

Отправить комментарий