понедельник, 31 марта 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
ირემი ბოძზე
2004 წელს უცნაური სურათების ნაკრები გავრცელდა ინტერნეტში, სადაც ჩანდა 7.6 მეტრი სიმაღლის საკომუნიკაციო ბოძზე წამოწოლილი ირემი. სურათები გადაღებული იყო კანადაში, მანიტობას მუნიციპალიტეტის ქალაქ ჰედინგლიში. რამდენიმე ადამიანმა საკუთარი თვალებით იხილა უჩვეულო სცენა, რომელიც შემდეგ მედიამ გააშუქა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხოველი ზემოთ მატარებლის შეჯახების გამო აღმოჩნდა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს ხულიგნების ოინი იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მანამდეც მოხდა აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში.2004 წელს ისევ დაფიქსირდა იგივე შემთხვევა, ამჯერად ალასკას შტატში. 15.2 მეტრი სიმაღლის ელექტროენერგიის მავთულებზე ამერიკული ცხენ-ირემი იყო ჩამოკიდებული (ფოტო). ეს მოხდა პოგოს მაღაროს გზაზე, ალასკის შტატის ქალაქ ფეარბენკსიდან 80 კმ-ის მოშორებით. ოფიცრების ვარაუდით, ცხენ-ირემი რქებით გაეხლართა მავთულებში მიწაზე ყოფნისას, როცა მას მუშები ცვლიდნენ, ხოლო აწევისა და დამაგრებისას ჰაერში დარჩა. 550 კგ-იანი ცხოველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ჩამოიყვანეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий