вторник, 1 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
მონსტრი ღორი
ინტერნეტის ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევები, რომ გიგანტი ცხოველების ფოტოები პოპულარული გამხდარა. 2007 წლის მაისში ფერმაში გაზრდილი მასიური ღორი მოკლა 11 წლის ალაბამელმა ბიჭმა ჯეიმსონ სტოუნმა. მონადირეების თქმით, ღორი იწონიდა 477 კგ-ს და სიგრძეში 2.84 მეტრს აღწევდა. სტოუნმა განაცხადა, რომ ცხოველი მოკლა Smith & Wesson Model 500-ით. მან ღორს 8 ტყვია დაახალა და შემდეგ 3 საათი უცდიდა, სისხლისდენისგან როდის მოკვდებოდა. ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფოტოგრაფიული მტკიცებულების უტყუარობაში ბევრმა შეიტანა ეჭვი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ყოფილმა ფიზიკოსმა, დოქტორმა რიჩარდ ბრანდტმა, განაცხადა, რომ აქსონომეტრიის დახმარებით სურათი გამოიკვლია და გადაღების მომენტში ბიჭი რეალურად ღორზე რამდენიმე მეტრით უკან იდგა. თუმცა გაერთიანებული პრესა სურათს არქივში ინახავს და მის ისტორიაში ყალბის სტატუსი არ ფიგურირებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий