суббота, 26 апреля 2014 г.

სიქას მასშტაბური აქცია

 სიქას - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა და თემის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორის დღე აღნიშნეს და დასუფთავების მასშტაბური აქცია მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა რუსთავის დასვენების პარკის გასწვრივ მტკვრის სანაპირო ზოლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სანაპირო დაბინძურებული იყო პლასტიკური ბოთლებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. 
აქტივობას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც სიქას დასასუფთავებლად საჭირო ინვენტარი: ხელთათმანები და პარკები გადასცა.
აქციის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერის მოადგილე გიგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გია არჩვაძე, რომლებმაც ორგანიზაციას მადლობა გადაუხადეს აქტიურობისთვის.
მერიის მხარდაჭერით აქციის დასასრულს სპეციალურმა მანქანამ შეგროვილი ნარჩენი გაიტანა.
აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის კლუბების წევრებმა, სიქა-ს უცხოელმა მოხალისეებმა და რუსთავის მოსახლეობამ.

Комментариев нет:

Отправить комментарий