пятница, 4 апреля 2014 г.

ბებესირი

ტბათა ჯგუი აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოქუმის ქვემო დინების აუზში. დიდი ბებესირი და ბებესირი მდებარეობს ოქუმის მარჯვენა მხარეს, პატარა ბებესირი მარცხენა მხარეს. ტბები წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. „დიდი ბებესირის“ ზედაპირის ფართობი 0,61 კმ2, უდიდესი
სიღრმე 4,5 მ, „ბებესირისა“, შესაბამისად, — 0,14 კმ2, 4,6 მ, პატარა ბებესირისა — 0,1 კმ2, 1,7 მ. ტბები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით (ქარიყლაპია, კობრი, ლოქო, კაპაჭრინა და სხვა).
აშენებდნენ ნუტრიას. ბებესირს იყენებენ ჩაის პლანტაციების სარწყავად.

Комментариев нет:

Отправить комментарий