понедельник, 7 апреля 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

imgგიგანტური გრიზლი
2001 წელს ვებსაიტებს ფართოდ მოედო ფოტოები, რომლებზეც მასიური გრიზლის დათვი ჩანდა. ფოტოების გარდა ასევე გავრცელდა დათვის ისტორიები და ის, თუ როგორ უყვარდა ადამიანებით პირის ჩატკბარუნება. ზოგან იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ მის მუცელში ადამიანის ნარჩენები იპოვეს, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. რეალურად დათვი 2001 წლის ოქტომბერში მოკლა აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავმა, 22 წლის ტედ ვინენმა.
ვინენი დათვს მაშინ შემოეყარა, როცა ირემზე ნადირობდა ჰინჩინბრუკის კუნძულზე. დათვი პირდაპირ მისკენ წავიდა, ამიტომ ტედმა რამდენიმე ტყვია დაახალა. მისი მთლიანი სიგრძე 3.2 მეტრი აღმოჩნდა, წონა კი – 450-550 კგ. მონაცემები შთამბეჭდავია, თუმცა არა რეკორდული. იარაღი, რომელიც ტედ ვინენმა გამოიყენა, იყო .338 კალიბრიანი Winchester Magnum.

Комментариев нет:

Отправить комментарий