понедельник, 14 апреля 2014 г.

ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

img
მეგობრული ვეშაპი
2009 წელს ოპერატორმა მარკო ქუერალმა რამდენიმე გასაოცარი ფოტო გადაიღო 15 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას მდედრ კუზიან ვეშაპთან ერთად ჰავაის სიახლოვეს. ქუერალმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი შეალია ვეშაპების გადაღებას. მისი თქმით, ეს ცხოველები “არიან ძალიან ჭკვიანები, ისევე როგორც ადამიანები, გააჩნიათ გონება და ინდივიდუალურობის შეგრძნება”. ყველაზე ცნობილ ფოტოზე მარკო ვეშაპისკენ მიიწევს, თითქოს ხელი უნდა ჩამოართვას. ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს და თან დაურთეს ისტორია, რომ ეს იყო ვეშაპისა და მეთევზეების კონტაქტი ფარალონის კუნძულებზე, რომელიც სან-ფრანცისკოდან 30 კმ-ითაა დაშორებული. ამ ამბის მიხედვით, ვეშაპი კიბორჩხალების მახეებს შორის გაიჭედა, მეთევზე კი ჩახტა და დაიხსნა. მადლიერების ნიშნად ვეშაპმა წყლის ზედაპირისკენ აიწია და მეთევზეების ნავს ცხვირით გაეხახუნა. ის, ვინც თოკი გადაჭრა, ამბობდა, რომ ვეშაპი თვალს არ აცილებდა მას და ეს მზერა არასდროს დაავიწყდება. ასეთი რამ მართლაც მოხდა და ეს ისტორია სავსებით რეალურია, თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს მარკოს ფოტოსთან.

1 комментарий: