воскресенье, 30 марта 2014 г.

საკუთარი სამოთხე 13 000 დოლარად

13 000 დოლარად ინგლისელმა ბრენდონ გრიმშოუმ იყიდა უჩვეულო კუნძული სეიშელზე და გადასახლდა ამ კუნძულზე სამუდამოთ, როდესაც ბრენდონი 40 წლის იყო მან მიატოვა სამსახური გაზეთის რედაქციაში და დაიწყო ახალი ცხოვრება.
ამ დროიდან მოყოლებული კუნძულზე უკვე 50 წელია არავის დაუდგამს ფეხი ბრენდონისა და მისი მეგობრის გარდა. ბრენდონმა კი თავისი მეგობარი აბორიგენებს შორის იპოვნა. მის პარასკევას ბრენდონმა რენე ლაფორტენი უწოდა. რენესთან ერთად მან დაიწყო თავისი სახლის მშენებლობა. ის პერიოდი სანამ რენე კუნძულზე მოხვდებოდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბრენდონი სულ მარტო ცხოვრობდა კუნძულზე. 
39 წლის განმავლობაში გრიმშოუმ და ლაფორტენმა თავიანთი ხელით დაახლოებით 16 000 ხე გაზარდეს, მოაწყეს დაახლოებით 5 კილომეტრიანი ბილიკი. 2007 წელს რენე გარდაიცვალა და ბრენდონი კუნძულზე სულ მარტო დარჩა.
მან კუნძულზე დაითვალა 2000 სხვადასხვა ჯიშის ფრინველი და ასობით გიგანტური კუ, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან და ზრუნავდა მათზე.
რამდენიმე წლის წინ საუდის არაბეთის პრინცმა ბრენდონს შესთავაზა კუნძულში 50 მილიონი დოლარი, მაგრამ რობინზონმა უარი განაცხადა. “არ მინდა, რომ კუნძული გახდეს მდიდრებისთვის გართობისა და დროის ტარების ადგილი, უკეთესია კუნძული გახდეს დაცული ტერიტორია ან ნაიციონალური პარკი, რომლის დათვალიერებაც ყველა მსურველს შეეძლება.”
და 2008 წელს მიაღწია კიდეც იმას, რომ კუნძული ნაციონალური პარკი გახდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий