воскресенье, 30 марта 2014 г.

რუბრიკა ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა

imgშიმპანზე ვეფხვის ბოკვერთან
ანჯანა შიმპანზეა, რომელიც დიდი საფრთხის ქვეშ მყოფი და იშვიათი სახეობების სამხრეთ კაროლინის ინსტიტუტში ცხოვრობს (ინსტიტუტის ინიციალები გამოდის TIGERS, რაც “ვეფხვებს” ნიშნავს). ახალგაზრდობაში ანჯანა ხშირად ეხმარებოდა ზოოპარკის მომვლელს, ჩაინა იორკს, პატარა ცხოველების გაზრდაში, რომლებიც ოჯახისგან იყვნენ მოცილებულნი. 2008 წელს მრავალი ქვეყნის მედიამ გააშუქა მისი ამბავი, როცა პრიმატმა თეთრი ბოკვერი იშვილა. TIGERS-ის დამფუძნებელმა დოქტორ ბჰაგავან ანტლმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ანჯანა ხშირად ეხმარებოდა იორკს პატარა ცხოველების გაზრდაში. ის სუროგატი დედასავითაა ლეოპარდების, ლომების, ორანგუტანებისა და თეთრი ვეფხვებისთვის. თვითონ კვებავს და მათთან ერთად იძინებს. ანჯანა არაჩვეულებრივი დამხმარეა.”

2 комментария: