воскресенье, 23 марта 2014 г.

რუსთავი - ჩემი ქალაქი


რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. მისი კლიმატი გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპის ჰავას შორის. იგი ხასიათდება ზომიერად ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,3 გრადუსია, ივლისის კი – +25,3 . ნალექის საშუალო რაოდენობა წელიწადში 390 მმ–ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელია მზიან დღეთა ხანგრძლივობა.

      მდინარე მტკვარი, რომელიც რუსთავს ორ ნაწილად ჰყოფს, ქალაქის ტერიტორიის  4 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს იკავებს.  მდინარის ხეობაში, რომლის ფართობი დაახლოებით  1028 ჰა–ს შეადგენს,  განთავსებულია ბუნებრივი,  ე.წ. ჭალის ტყე (ფართობი 1105 ჰა), სადაც ძირთადად, ისეთი ფოთლოვანი მცენარეები ხარობს  როგორიცაა : ტირიფი, ვერხვი და იფანი, იშვითად კი –მუხა.

      ტყე–ჭალის ტერიტორია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია . პარკში კი მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.ქალაქის დასახლებულ ტერიტორიაზე ხელოვნურად არის გაშენებული ფოთლოვანი მცენარეები მათ შორის: შავი ფიჭვი, კედარი, იფანი და ჭადარი. ასევე, სკვერებსა და ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზის შუაგამყოფ ზოლებზე გვხვდება  სხვადასხვა  ყვავილოვანი და ბუჩქოვანი კულტურული მცენარეები.

Комментариев нет:

Отправить комментарий