ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები, ადრე თუ გვიან, წყალსა და ნიადაგში ხვდება და ბუმერანგად უბრუნდება ადამიანებს სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების სახით.
სიცოცხლე წყალში ჩაისახა და მრავალი არსებისთვის ის დღესაც საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. ამ ორგანიზმების უმრავლესობა აერობია და მათ არსებობას ის დამაბინძურებლები უქმნიან საფრთხეს, რომლებიც წყალში ჟანგბადის რაოდენობას ამცირებენ. ასეთ დამაბინძურებლებს სასუქები, აგრეთვე საკანალიზაციო და სამრეწველო ჩამდინარე წყლები წარმოადგენს.
აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქები ადვილად ირეცხება ნიადაგიდან წვიმის წყლით ან ჭარბი მორწყვისას და ტბაში ან მდინარეში ხვდება. ჩამდინარე წყლებს უამრავი ორგანული ნივთიერებაც ჩააქვს წყალსატევებში.
წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე უარყოფით გავლენას სხვადასხვა საწარმოებიდან ჩამდინარე ცხელი წყლებიც ახდენს.
მაღალი ტემპერატურა არაბუნებრივ პირობებს ქმნის მათი განვითარების და გამრავლებისთვის. ბევრი მათგანი იღუპება. სამაგიეროდ წყალსატევში შესაძლოა, სხვა ,,უცხო " სახეობები აღმოჩდნენ, დამკვიდრდნენ და მნიშვნელოვნად შეცვალონ კვებითი ჯაჭვები.
მსოფლიოში სასმელი წყლის ძირითად რესურსს გრუნტის ანუ მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს. მათი უმრავლესობა ,,იკვებება" იქმნება იმ ნალექების ხარჯზე, რომლებიც ნიადაგში ჟონავს. ამიტომ სასმელი წყლის სისუფთავესა და ხარისხზე მრავალი ფაქტორის ახდენს გავლენას გრუნტის წყლების ძირითადი დამაბინძურებლები ნაგავსაყრელებია, საიდანაც მათში ათასგვარი ტოქსიკური ნივთიერებები ფენოლები, მჟავები, ტუტეები, ციანიდები, მძიმე მეტალები და პესტიციდები იჟონება წვიმის წყალთან ერთად. ეკოლოგები ამ პროცესს ჩაის პაკეტიდან ცხელ წყალში ნივთიერებების გადასვლას ადარებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий